The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ურუშაძე

ოთარ ურუშაძე
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1984წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა სამედიცინო ინსტიტუტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრაზე; 1985-1989წწ. სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1995 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემების დიაგნოსტიკას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-რადიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "2 პროექციული ქვემო კაფოგრაფიის მნიშვნელობა სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების რეტროპერიტონული მეტასტაზების კომპლექსურ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრანსკუტანური ტრანსჰეპატური ენდობილიარული ჩარევების როლი და ადგილი მექანიკური სიყვითლით გართულებული ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.370; tsmu.edu

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • სამედიცინო რადიოლოგია : უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის (თანაავტორი) // ნაწ. 1, სხივური დიაგნოსტიკის და სხივური თერაპიის მეთოდები, პრინციპები . - თბილისი, თბილისის სახელმწ. სამედ. უნ-ტი, 2016. - 208გვ. . - ISBN: 9789941093579

გააზიარე: