Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ურუშაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1982-1984წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა სამედიცინო ინსტიტუტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრაზე; 1985-1989წწ. სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1995 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური დიაგნოსტიკისა და სხივური თერაპიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატობილიარული და საშარდე სისტემების დიაგნოსტიკას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რენტგენოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-რადიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "2 პროექციული ქვემო კაფოგრაფიის მნიშვნელობა სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების რეტროპერიტონული მეტასტაზების კომპლექსურ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ტრანსკუტანური ტრანსჰეპატური ენდობილიარული ჩარევების როლი და ადგილი მექანიკური სიყვითლით გართულებული ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.370; tsmu.edu Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |