The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ უჯმაჯურიძე

ნოდარ უჯმაჯურიძე
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1974წწ. იყო თელავის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 19074-1976წწ. - საბჭოთა არმიის რიგებში, სამხედრო ექიმი; 1976 წლიდან - უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-უროლოგი; 1991 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-კლინიკურ ნაწილში. არის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 5 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეტროპერიტონალური სიმსივნეების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმელების და ზედა საშარდე გზების დაავადებების პერკუტანული და ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.269; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.370; უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • მსოფლიოს ენდოუროლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: