The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



აზა ფადიაური

დაბადების თარიღი:9 მაისი, 19??
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი.

დაამთავრა ორჯონიკიძის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1957წწ. მუშაობდა ყაზბეგის რაიონში; 1957-1964წწ. ყაზბეგის რაიონის მთავარი მეან-გინეკოლოგი; 1964-1967წწ. სან-ჰიგიენისა და სტომატოლოგიური ფაკულტეტების მეან-გინეკოლოგიის ასპირანტი, 1968-1970წწ. ქალთა მე-3 კონსულტაციის ექიმი-ორდინატორი, 1970 წლიდან კათედრის ასისტენტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ციტოლოგიურ გამოკვლევას საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებული ორსულების გამოკვლევას. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს ზოგიერთი ციტოლოგიური მონაცემის დიაგნოსტიკური მნიშვნელობა".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.271


გააზიარე: