The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ფანჩულიძე

დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი, 1982 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური, შემდგომ სუბორდინაციის კათედრის ასისტენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულის ფუნქციის ცვლილებებს ჰიპერტონული დაავადების დროს. ატარებდა ლექცია-სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს სტუდენტებთან და პრაქტიკოს ექიმებთან. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინაციის კათედრის ასისტენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის შეკუმშვადობის ფუნქციის ცვლილებები ტრამვული შოკის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: