შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ფანჩულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1984წწ. მუშაობდა თბილისის მე-2 სამშობიარო სახლში; 1984-1988წწ. ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაში; 1989 წლიდან ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომისა მეანობა-გინეკოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რკინადეფიციტური მდგომარეობის, როგორც ორსულობის შეწყვეტის რისკ-ფაქტორის დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.272 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |