The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო ფალავანდიშვილი

დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1964წწ. მუშაობდა მცხეთის კარსანის ტუბ. საავადმყოფოში; 1967–1970წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1971–1985წწ. ასპირანტი; 1985–1987წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რცკს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში. ავტორია 79 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიტრალური კომისუროტომია ორსულობის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თავად-აზნაურთა საზოგადოება, დამფუძნებელი

გააზიარე: