The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციცინო ფარულავა

ციცინო ფარულავა
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1983წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1989 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. მონაწილეობს მოსკოვის, თბილისის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის საერთაშორისო კონგრესებში. არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პნევმოცისტოზი ბავშვთა ასაკში – კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრიული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: