The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყარამან ფაღავა

ყარამან ფაღავა
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1974 წწ. მუშაობდა ექიმ-პედიატრად საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. 1974 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) თანამშრომელია, გაიარა აკადემიური წინსვლის საფეხურები ბავშვთა სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტიდან კათედრის პროფესორამდე. 1996 წლიდან ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 1999-2004 წწ. იყო საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი. 1989-2004 წწ. პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიასა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ასრულებდა ლაზერული მედიცინის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ახალი სამედიცინო პრეპარატების კლინიკური აპრობაციის ლაბორატორიის და ბავშვთა და მოზარდთა ფიზიოლოგიის (ჯანმრთელობისა და განვითარების) ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოვალეობებს. რეგულარულად გამოდის რადიოთი, ტელევიზიით, ლექციებით ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვასა და განვითარებაზე, აქვეყნებს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებსა და ბროშურებს.

სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს ბავშვთა და მოზარდთა მედიცინასა და ფიზიოლოგიას. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ასაკში მიკოპლაზმური რესპირატორული ინფექციის ეტიოპათოგენეზისა და კლინიკის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასუნთქი სისტემის დაავადებების ლაზეროთერაპია ბავშვთა ასაკში", დაიცვა მოსკოვში 1990 წელს.

600-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია, მათ შორის 3 სახელმძღვანელოსი და 5 მონოგრაფიის. არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი ისტორიულ-გენეალოგიურ თემატიკაზე. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25 დისერტაცია, ამათგან 3 მეცნიერებათა დოქტორის, 14 - მეცნიერებათა კანდიდატის და  8 მედიცინის დარგში აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 20-ზე მეტი საერთაშორისო და ნაციონალური სამეცნიერო კონფერენცია. 30-მდე კრებულის რედაქტორია. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.273; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალების საქართველოს სამედიცინო სიახლეების, პედიატრია (უკრაინა) და მოზარდთა მედიცინის (იტალია), სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საერთაშორისო საკვლევი-სამეცნიერო ჯგუფების - EUTEACH, PRINTO, EPIRARE, ARPEC და J-Project, წევრი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - საზოგადოება "ცოდნის" ილია ჭავჭავაძის სახელობის მედალი და პრემია
  • 1998 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება
  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: