The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ გედევანიშვილი

ნიკოლოზ გედევანიშვილი
სხვა სახელი:პროკოფიევ–სევერსკი  (ფსევდონიმი)
სევერსკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1941  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პარიზი
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

იყო "რუსული ოპერეტის ვარსკვლავად", "ოპერეტის მეფედ" წოდებული; რუსული და ბოშური რომანსების ცნობილი შემსრულებელი და მრავალი რომანსის ავტორი; ასრულებდა მისდამი მიძღვნილ რომანსებს; XIX საუკუნის მიწურულს თბილისში დააარსა ჟურნალი "თეატრი და ხელოვნება"; სცენაზე მისი დებიუტი შედგა XIX საუკუნის 90–იან წლებში, "თბილისის სამუსიკო წრეში"; წერდა საესტრადო ჟანრის ნაწარმოებებს; გრამფირფიტაზე ჩაწერილია ქართული სიმღერები, მათ შორის "გული მაწუხებს"; 1895 წელს შედგა მისი დებიუტი მოსკოვის თეატრი "Буффа"–ს სცენაზე, საკუთარი ოპერეტა–მოზაიკით "ახალი ბოშური სიმღერები სახეებში", 1897 წელს ბენეფისში შეასრულა დეკერ შენკის ოპერეტა "ჰაჯი მურატი", მოსკოვის "მცირე თეატრში" თამაშობდა სმერდიაკოვს(დოსტოევსკი "დანაშაული და სასჯელი"); 1906 წელს პეტერბურგში დააარსა მუსიკალური თეატრი "Екатерининский"; 1914 წელს თბილისში გაიმართა მისი ერთ–ერთი უკანასკნელი კონცერტი; 1914 წლიდან მოღვაწეობდა ავიაციაში; 1923 წლიდან ცხოვრობდა პარიზში; საფრანგეთში იყო "რუსი მფრინავების კავშირის" ვიცე–თავმჯდომარე, პარიზის "რუსული თეატრის" მსახიობი და რეჟისორი; დადგა სპექტაკლები: გოგოლი "რევიზორი", ბულგაკოვი "თეთრი გვარდია"(1927), საკუთარი "ბოშური რომანსები სახეებში" (1933), რომელიც ომის შემდეგაც წარმატებით იდგმებოდა; მონაწილეობდა კინოფილმში: "ადვოკატი" (1925, რეჟისორი გ. რაველი); 1933–1941წწ. იყო ქ. ანერეს (პარიზის მახლობლად) ქრისტე–მხსნელის ტაძრის ხაზინადარი; 1936–1941წწ. "მრევლის ფურცლის" გამომცემელი და უცვლელი რედაქტორი; გამოსცა რამდენიმე ათეული გრამფირფიტა; მისი ჩანაწერები შესულია დისკში "კლასიკა. 100 ყველაზე ცნობილი რუსი შემსრულებელი"; მისი ორი ვაჟი იყო მფრინავი, მათგან უფროსი, ალექსანდრე, აშშ–ში ცნობილი ავიაკონსტრუქტორი; ოპერეტის მომღერალი–ბარიტონი, საეკლესიო მოღვაწე, სამხედრო პირი–პორუჩიკი, მოყვარული მფრინავი. გიორგი (სევერსკი, პროკოფიევ-სევერსკი) და ალექსანდრე (სევერსკი, პროკოფიევ-სევერსკი) გედევანიშვილების მამა.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102; kulturologia.ru



გააზიარე: