The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუიზა ფაჩულია

დაბადების თარიღი:31 იანვარი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1971წწ. მუშაობდა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1971–1974წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1974–1982წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1987წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987 წლიდან ენდოკრინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შაქრიანი დიაბეტის ზოგიერთი გენეტიკური ასპექტის შესწავლისათვის", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.274

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერონტოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • დიაბეტოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: