Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნაირა გლუნჩაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1976 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1981 წელს(ვოკალური). III კურსიდან მღეროდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტიდიაში; 1982 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(სოპრანო); 1993 წელს გერმანელი რეჟისორის ჰ. ვედეკინდის მიწვევით, მონაწილეობდა ქ. ზაარბრიუკენის საოპერო თეატრში შესარჩევ ტურში, სადაც გამარჯვების შემდეგ მიიღეს თეატრის სოლისტად; კონკურსების შემდეგ მიიწვიეს რომის საკათედრო ტაძარში, სადაც დიდი წარმატებით შეასრულა ნ. გაბუნიას "Ave Maria"; XX საუკუნის 90–იანი წლებიდან მოღვაწეობს ევროპაში; პოპულარიზაციას უწევს ქართველ კომპოზიტორთა: დ. არაყიშვილის, ვ. აზარაშვილის, ა. კერესელიძის, ა. მაჭავარიანის, ნ. გაბუნიას სიმღერებს, რომანსებს; მის რეპერტუარშია: დეზდემონა, ოსკარი, ნანეტა, ვიოლეტა, ჯილდა (ვერდი "ოტელო", "ბალ–მასკარადი", "ფალსტაფი", "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ლიუ, მიმი (პუჩინი "ტურანდოტი", "ბოჰემა"), მიქაელა (ბიზე "კარმენი"), ადანი (დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი"), ცერლინა, სერვილია, პამინა(მოცარტი "დონ ჟუანი", "ტიტუსის ლმობიერება", "ჯადოსნური ფლეიტა"), ტატიანა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"); გასტორლებით იმოგზაურა: ბუსეტო (1991, (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად), გერმანია (1994), შვეიცარია (1997). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 112 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |