Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე გლურჯიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, სანქტ–პეტერბურგის ა. ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია 1992 წელს. 1992–2002წწ. იყო სანქტ–პეტერბურგის ს. დიაგილევის სახელობის საბალეტო დასის მოცეკვავე; 2002 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ინგლისში; 2002 წლიდან არის ინგლისის ნაციონალური საბალეტო დასის ბალერინა, 2007 წლიდან პრიმა–ბალერინა; 2013 წელს გაიარა ინგლისის Royal Ballet Upper School-ის პედაგოგ–რეპეტიტორის კურსი; 12 წელი იცეკვა ინგლისის ეროვნულ საბალეტო დასში; 2014 წელს დატოვა საბალეტო სცენა; 2015 წელს გაიმართა გამოსათხოვარი საღამო; "ინგლისის სცენაზე გამოსული საუკეთესო ბალერინა" (ვებ–გვერდი Balet.co.uk გამოკითხვა: II ადგილი – 2006, II ადგილი – 2007, I ადგილი – 2008, "საუკეთესო ბალერინა" – 2009); რეპერტუარი, მთავარი პარტიები: ჟიზელი (ადანუი "ჟიზელი"), ჩელიტა (მინკუსი "დონ კიხოტი"), ავრორა(ჩაიკოვსკი "მძინარე მზეთუნახავი"), მანონი (მასნე "მანონი"), ბოსა (პროკოფიევი "თოვლის დედოფალი", ქორეოგრაფი მ. კორდერი), "მარგარიტა და არმანი", "რაიმონდა" (2010, თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრი, ვ. ჭაბუკიანი დაბადებიდა 100 წლის საიუბილეო სპექტაკლი), "მომაკვდავი გედი" (2009, ინგლისის ნაციონალური ბალეტის საიუბილეო წელს, კ. ლაგერფელდმა მისთვის შექმნა "მომაკვდავი გედის" ექსკლუზიური კაბა, რომელშიც ცეკვის უფლება მხოლოდ ქართველ ბალერინას აქვს), იცეკვა Sadler's Wells-ის თეატრში "რუსული სეზონების" 100 წლის საიუბილეო კონცერტებში; გადაღებულია, დოკუმენტური ფილმი: "Ballet Russes", მხატვრულ–დოკუმენტური: "იმპრესიონისტები"(2008, როლი – დეგას მუზა, აშშ–BBC); გასტროლები: ახალი ზელანდია, პარიზი, თბილისი. არის არა ერთი კონკურსის გამარჯვებული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 113
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |