The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა დოღონაძე

ნათელა დოღონაძე
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1978 წელს.

1978-1983წწ. და 1999-2006წწ. მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში; 1983-2009წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1998 წლიდან მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში; 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტში პრორექტორის თანამდებობაზე; არის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი; მისი კვლევის თემაა უცხოური ენების სასწავლო-მეთოდიკური კომპლექსის შედგენისა და გამოყენების პრობლემა მოზრდილთა სწავლებაში(ინგლისური ენის მაგალითზე); გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ექვსი სახელმძღვანელო (4 - თანაავტორთან ერთად), ერთი მონოგრაფია(თანაავტორთან ერთად), ლექსიკონი; ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებელი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.489

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრომეცნიერთა(Euroscience) აკადემია, წევრი (2000-2007)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2001-)
  • საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია(ETAG), პრეზიდენტი (1995-1997)
  • საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2000-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: