შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ დოღონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტი 1955 წელს. 1958-1979წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელექტროქიმიური ინსტიტუტის თეორიული განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ჯგუფის ხელმძღვანელი; 1970-1973წწ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1983-1985წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიულ კვლევათა განყოფილების დამაარსებელი და გამგე; 1985 წლიდან ეს განყოფილება მისი სახელობისაა; ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ქიმიის, ელექტროქიმიისა და ბიოქიმიის პროცესებში მუხტის გადატანისა და ფოტოგადატანის კვანტურ-მექანიკური თეორიის დამუშავებას; მან შექმნა ამ მიმართულების თეორიტიკოსთა სამეცნიერო სკოლა; საქართველოში თანამედროვე ელექტროქიმიური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.489 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |