შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან დოღონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი:სოფელი ნახშირღელე, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1927 წელს. 1946-1970წწ. სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა საკავშირო და რესპუბლიკურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუში; 1952-1956წწ. მივლინებული იყო ალბანეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროს მრჩევლად; მან საქართველოს პირობებში დაამუშავა ჩაისა და ზოგიერთი სხვა სუბტროპიკული კულტურის (ევკალიპტი, დაფნა, ტუნგი) აგროტექნიკის საკითხები; აქტიური მონაწილეობა მიიღო კოლხეთის დაბლობის ათვისების საქმეში; თანაავტორია სახელმძღვანელოსი - "სუბტროპიკული ტექნიკური კულტურები"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1962). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.489 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |