Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჯანელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1975-1978წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1978-1985წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1989წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2006წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 2004 წლიდან კვიპტაუნის (Cape Town) უნივერსიტეტის სრული პროფესორი და სენატის წევრი; 2011 წლიდან ამავე უნივერსიტეტის College of Fellows-ს წევრი; 2006 წლიდან ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის საპატიო წევრი; 2005 წლიდან სამხრეთ აფრიკის National Research Foundation-ის A რეიტინგის მქონე მკვლევარი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ზოგად კატეგორიათა თეორია და კატეგორიული ალგებრა, მათ შორის აბსტრაქტული გალუას თეორია და მისი ცნობილი და ახალი მაგალითები, გროთენდიკის დაწევის თეორია და ნახევრად აბელური კატეგორიები. მისი ნაშრომები გამოყენებულია ალგებრისა და გეომეტრია-ტიპოლოგიის სხვადასხვა დარგში. გამოქვეყნებულია მისი 79 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mathematical Reviews მიხედვით დღეისათვის ციტირებულია 601-ჯერ 117 ავტორის მიერ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.212; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |