The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანგელინა ფერაძე

Date of birth:17 December, 1920  (105 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

1951 წელს კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში, 1951-1954წწ. კი ასპირანტურა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტში; 1941-1945წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის, ლიტვის რკინიგზის სამედიცინო დაწესებულებებში; 1946-1957წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტსა და მოსკოვის II სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბაზებში ორდინატორად, ასისტენტად; 1958 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დოცენტი; 1967-1970წწ. №1 სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი. ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 2 გამოგონების. კათედრის თანამშრომლებთან ერთად ხელმძღვანელობდა კლინიკური ორდინატორებისა და მეან-გინეკოლოგთა პრაქტიკულ მომზადებას. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის წონის დადგენა", დაიცვა 1954 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნეფროპათიის კომპლექსური მკურნალობა GOMK და მანიტოლით", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.274

Member of Organizations

  • საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა სიკვდილიანობის კომიტეტი, წევრი (1980-1982)

Share: