The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან ფერაძე

დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969 წელს იყო რუსთავის უბნის ექიმი; 1970-1972წწ. მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილის ქირურგი; 1972-1974წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვში; 1975-1980წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სანიტარული ნაწილის ქირურგ-ორდინატორი; 1983-1988წწ. მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1991წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ავტორია 102 ნაშრომის და 5 გამოგონებისა, რომლებიც ეხება ექსპერიმენტულ ქირურგიას, მიკროქირურგიას, ბავშვთა ქირურგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაცია. 1975 წელს მან პირველმა დაიცვა საბჭოთა კავშირში დისერტაცია მიკროქირურგიაში და 1987 წელს სადოქტორო დისერტაცია ბავშვთა მიკროქირურგიაში, 1981 წელს მან პირველმა მოახდინა მიკრორეპლანტაცია ევროპაში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეკონსტრუქციული ოპერაციები მცირე კალიბრის სისხლძარღვებზე მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა და მოზრდილთა კიდურების რეკონსტრუქციული მიკროქირურგია", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.274


გააზიარე: