The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ დოჭვირი

ჯუმბერ დოჭვირი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1946  (79 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა სამუშაოდ "სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობის" კათედრაზე; 1970-1974წწ. ასისტენტის თანამდებობაზე; 1974-1977წწ. სწავლობდა ლენინგრადის ვ. ი. ულიანოვის სახელობის ელექტროტექნიკური უნივერსიტეტის (ლეტი) ასპირანტურაში; 1978 წლიდან დაბრუნდა სამუშაოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმავე კათედრის დოცენტის თანამდებობაზე; 2002 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი; მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა ელექტროენერგეტიკული მანქანების (ელექტროამძრავებისა და გენერატორების) ავტომატური მართვის სისტემები. იგი არის 50-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მათგან 4 სტატია გამოქვეყნებულია აშშ-ში, 10 რუსეთში (მოსკოვსა და ლენინგრადში), 10 უკრაინაში (კიევში, ზაპოროჟიეში, ოდესაში) და სხვ. აგრეთვე გამოცემული აქვს 3 მონოგრაფია და 10-მდე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის; მის მიერ ჩატარებული თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები, ორძრავიან ტირისტორულ ელექტროამძრავებში, მრავალი გამოგონების შემცველია; შემუშავებული აქვს მრავალძრავიანი დრეკადლილვებიანი ამძრავების დინამიკური რეჟიმების მათემატიკური მოდელები და  მათი მართვის სისტემების გარდამავალი პროცესების ოპტიმიზაციის მეთოდები; ცნობილი ფირმების Siemens-ის, AEG-ს და Harland-ის სქემების შესწავლის ბაზაზე შემუშავებული აქვს მართვის სქემა ორძრავიანი ტირისტორული ელექტროამძრავისა სიჩქარის ერთი და დენის ინდივიდუალური რეგულატორებით, რომელიც ავტომატურად ახორციელებს ძრავებს შორის დატვირთვის პროპორციულ განაწილებას. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1977 წელს ლენინგრადის ელექტროტექნიკურ უნივერსიტეტში; სადოქტორო დისერტაცია 2002 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გრანტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი (2014). 2017 წლიდან მას მიენიჭა ემერიტუსის (დამსახურებული პროფესორის) წოდება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.490

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს სახალხო მეურნეობათა გამოფენა, პირველი ხარისხის სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: