The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ფილია

დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1985 წელს.

1985 წლიდან მუშაობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ვიტამინოლოგიას, მიკროტოქსინების ფიზიოლოგიას(ორგანიზმში მიმდინარე Ca-ის ცვლის პროცესებზე მიკროტოქსინების გავლენის შესწავლა და ამ პროცესების რეგულირება ვიტამინ D-ს ჰორმონებით). ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. მოსკოვში მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის კვების ინსტიტუტში მონაწილეობდა სოროსის ფონდის და მსოფლიო ბანკის გრანტებში. მუშაობს ჩიყვის პრევენციის პრობლემებზე. ექიმი-ჰიგიენისტი(ეპიდემიოლოგი). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკვების ჰიგიენის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კალციუმის ცვლა და მისი რეგულაცია ვიტამინ D-თი მიკროტოქსინების ზემოქმედებისას", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.274


გააზიარე: