The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ დუბროვსკი

დაბადების თარიღი:16 მაისი, 1874
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1943  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება 1901 წელს.

1902-1912წწ. მუშაობდა ვარშავაში; 1914-1919წწ. იყო თბილისის ქალთა კომერციული სასწავლებლის დირექტორი; 1919-1922წწ. აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის(ბაქო) ზოგადი ისტორიის კათედრის პროფესორი; 1919-1920წწ. ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1920-1922წწ. აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი; 1923-1932წწ. მოსკოვის გ. პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში ასწავლიდა დასავლეთ ევროპის სახალხო მეურნეობის ისტორიას; 1932 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 1933 წლიდან კი, იმავდროულად ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; იკვლევდა XIX საუკუნის დასავლეთ ევროპის ისტორიას; წერილები აქვს პოლონეთის ისტორიაზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.502


გააზიარე: