შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დორა ფირადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე(გურჯაანის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954 წელს იყო არმავირის(სომხეთი) პოლიკლინიკის ექიმი, 1955-1956წწ. სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი-ლაბორანტი, 1956-1959წწ. 142-ე სამხედრო ქარხნის ექიმი-თერაპევტი; 1959-1970წწ. ონკოლოგიური ცენტრის ბიოქიმიური ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1982წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ლაბორატორიას. ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადა ეხება ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ბიოქიმიური ძვრების შესწავლას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავდებულ ავადმყოფთა სტეროიდული ჰორმონების ექსკრეცია დღე-ღამის შარდში მკურნალობის დინამიკაში", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.275 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |