შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ფირადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბდების ადგილი: სოფელი ველისციხე(გურჯაანის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1950წწ. იყო კურორტ ჯავას ექიმი-ორდინატორი; 1951-1952წწ. სანატორიუმ "ჯავას" მთავარი ექიმი; კურორტ კვაისის სამედიცინო ნაწილის პოლიკლინიკის გამგე; 1952-1955წწ. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის კლინიკური ორდინაროტი; 1956-1958წწ. რუსთავის მედ. სან. ნაწილის თერაპიული განყოფილების გამგე; 1958-1960წწ. რენტგენ-რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1969წწ. კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი, 1969-1977წწ. სხივური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1977-1996წწ. ონკოლოგიური ცენტრის ჰემობლასტოზების განყოფილების ხელმძღვანელი, 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა მედიკამენტოზური მკურნალობის განყოფილებას. ავტორია 143 სამეცნიერო ნასრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "სისხლის წარმოქმნის ფუნქციური თავისებურებანი ცენტრალური ნერვული სისტემის მკვეთრი მოშლის შემთხვევაში", "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1960. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია, დანერგილი აქვს მკურნალობის ახალი მეთოდები. საკავშირო მნიშვნელობის გამომგონებელი. ონკოლოგ-რადიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის წარმოქმნის ფუნქციონალური თავისებურებანი სისხლის მრავალჯერადი გამოკვებისა და გადასხმისას კვებითი და დამცველობითი რეფლექსების ურთიერთქმედების შემდეგ", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლიმფოგრანულომატოზი", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.275 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |