The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგიჩაძე

გიორგი გოგიჩაძე
დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1988  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზვერეთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1934 წელს(საინჟინრო),  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1934 წელს(ვოკალური).

გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მღეროდა გიმნაზიის გუნდში(დისკანტი); 1934 წლიდან იყო მოსკოვის რადიოკომიტეტის მხატვრული დასის სოლისტი, პარალელურად მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი, 1936–1939წწ. მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სტუდიის სოლისტი(ბანი); 1939–1952წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1950 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" ვოკალური განყოფილების გამგე; 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(სოლო სიმღერა); მოწაფეები იყვნენ: ლ. ჭყონია, მ. მახარაძე, ა. ხომერიკი, ნ. მკერვალიძე, ლ. ასათიანი, ვ. კუბლაშვილი, ვ. ჩაქმაჩ–ოღლი, ო. ფერშენგიშვილი, ა. გელეიშვილი, თ. ჯაფარიძე, ნ. ჩაგანავა; მის რეპერტუარში იყო, ქართული: ცანგალა(ზ. ფალიაშვილი "დაისი"), გლახა(იპოლიტოვ–ივანოვი "ღალატი"), ვანო(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი"), ლევანი(ი. ტუსკია "სამშობლო"), გელა(ი. გოკიელი "პატარა კახი"), როსტევან მეფე(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა"), ნადირ–ხანი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი"), თავადი, ელიზბარი(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარა"), ალმასხანი(ბალანჩივაძე "მზია"), მახრების ცეკვა(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); სხვა რეპერტუარი: დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), კარდინალი(ჰალევი "რაქილი"), სპარაფუჩილე(ვერდი "რიგოლეტო"), მარსელი(მეიერბერი "ჰუგენოტები), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), მეფე, ლინდორფი, დოპერტუტა, კრესპელი(ოფენბახი "პერიკოლა", "ჰოფმანის ზღაპრები"), ბორისი, პიმენი, ვარლაამი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), კოჩუბეი, გრემინი(ჩაიკოვსკი "მაზეპა", "ევგენი ონეგინი"); პარტიები მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე: სამიელი(ვებერი "ჯადოსნური მსროლელი"), მოცარტის, რიმსკი–კორსაკოვის, მუსორგსკის ოპერები; თანამშრომლობდა დირიჟორებთან: ო. ფრიდი, გ. სებასტიანი, ბ. ს. გოლოვანოვი; დაწერილი აქვს 67 სამეცნიერო და მეთოდური ხასიათის ნაშრომი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: