შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგა ფიფია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1981წწ. მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის კათედრაზე გაიარა ორდინატურა; 1981-1983წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1983-1988წწ. უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან დოცენტი, 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრას. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა თორაკო-აბდომინალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია: "ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს"(1989), "ექოგრაფია და ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტირაციული სიყვითლეების დროს"(1998). 1999 წელს გაიარა სადოქტორო დისერტაცია - აპრობაცია: "კეთილთვისებიანი სიყვითლეების მკურნალობა და დიაგნოსტიკა". ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრანსკუტანური ჰეპატოქოლანგიოგრაფია ობტურნაციული სიყვითლეების დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.276 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |