The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ჯაფარიძე

შოთა ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1970-1987წწ. ბოლნისის რაიონული საავადმყოფოს ექიმი ოტორინოლარინგოლოგი; 1987-1993წწ. მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე; 1993-1999წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრის პროფესორი; 1999 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცნეტრის ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის დირექტორი; 1993 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ოტორინოლარინგოლოგი; 2000 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი ოტორინოლარინგოლოგიაში. 1979 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; 1993 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: ოტორინოლარინგოლოგიის პრობლემური საკითხები. ავტორია 57 სამეცნიერო შრომის, 4 გამოგონების და 1 მონოგრაფიის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Реабилитация больных хроническим гнойным средним отитом с тяжолим нарушениями слуховой функций при помощи имплантируемых акустических устроиств (колумелизирующих и экранирующих протезов)"(მოსკოვი), დაიცვა 1979 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Механо-Электроакустическое протезирование тяжолых форм кондуктивной и смешенной тугоухости при откритой барабанной полости" (მოსკოვი), დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ოტორინოლარინგოლოგიის და თავისა და კისრის ქირურგიის აკადემია, საერთაშორისო წევრი
  • გერმანიის ოტორინოლარინგოლოგიის და თავისა და კისრის ქირურგიის ასოციაცია, წევრ-კორესპონდენტი
  • ევროპის ოტოლოგთა და ოტონევროლოგთა აკადემია, რეგიონალური მდივანი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ოტორინოლარინგოლოგიის ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: