შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა გოგლიჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1958 წელს (საფორტეპიანო), 1961 წელს (ვოკალური). 1959–1963წწ. იყო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კონცერტმაისტერი; 1961–1973წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი(ვოკალური ფაკულტეტი), 1964 წლიდან აქვე, სოლო და კამერული სიმღერის პედაგოგი; 1968–1982წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის ვოკალური განყოფილების გამგე; 1969–1973წწ. პროფესორ დ. ანდღულაძის კლასის ასისტენტ–სტაჟიორი; 1984–1994წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დეკანი, 1994 წლიდან პროფესორი; დაარსებიდან თბილისის მუსიკალურ–ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგი (ვოკალი); ყავს ლაურეატი მოწაფეები (სოლო და კამერული სიმღერის განხრით): ა. ჩიხრაძე, ს. ტატოევა, რ. გოგოლაშვილი, ე. გეწაძე, გ. ბეჟუაშვილი, ნ. ნაჭყებია, ო. იშხნელი, თ. გუგუშვილი, მ. გულორდავა; ქართული რეპერტუარი: რუსუდან მაღალაშვილი (რ. გაბიჩვაძე ოპერა "ნანა", პრემიერა თბილისის საოპერო სტუდიაში); რომანსები, კამერული რეპერტუარი: შუბერტი, შუმანი ვოკალური ციკლები, მალერი "მოხეტიალე შეგირდის სიმღერები" (პირველი შესრულება საქართველოში); პიანისტი, მუსიკის კრიტიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 115 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |