The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინელი ფრუიძე

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1930  (94 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1956წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე; 1956–1962წწ. ჩვილ ბავშვთა სახლში ექიმ–პედიატრად; 1962 წლიდან იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჯერ უმცროს მეცნიერ–თანამშრომლი, შემდგომ 1984–1991წწ. კვების განყოფილების ხელმძღვანელი; 1991 წლის მარტიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 20–მდე მეთოდური წერილი, 10 ბროშურა, 30–მდე საგაზეთო სტატია, გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია, ჯანდაცვის სამინისტროს დავალებით შეადგინა 0–დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კვების სქემა. კონსულტაციებს უწევს ორდინატორებს, და სამუშაო ადგილზე მივლინებულ ექიმებს. მიღებული აქვს ორი საავტორო მოწმობა. არის ექიმი–პედიატრი, ჩვილ ბავშვთა კვების სპეციალისტი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. 192-1974წწ. და 1990 წელს შესრულებული სამეცნიერო შრომებისთვის მიღებული აქს პრემია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კვერცხის გულის გამოყენების საკითხისათვის 0–დან 3 თვემდე ასაკის ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა კვებაში", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა სამედიცინო ასოციაცია, წევრი
  • პედიატრთა საზოგადოება (1955-)
  • პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საბჭო, წევრი (1984-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულის სამკერდე ნიშანი

გააზიარე: