The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭაბუკ ფურცხვანიძე

დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1926  (97 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1951წწ. მუშაობდა როსტოვში პოლკის უფროს ექიმად; 1951–1953წწ. რუმენცოვში ბრიგადის ექიმად; 1953–1956წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვის ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1956–1959წწ. იყო ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1961წწ. თბილისის ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1961–1966წწ. უფროცი მეცნიერ–თანამშრომელი; 1966 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნული ინსტიტუტის დიაგნოსტიკურ განყოფილებას და არის ჯანდაცვის სამინისტროს ტუპერკულოზის მთავარი სპეციალისტი. ავტორია 158 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის ექიმი–ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლდენა და სისხლიანი ხველა ფილტვების ტუპერკულოზით დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მადრენირებული ბრონქების როლი ფილტვების კავერნოზული ტუბერკულოზის ინვოლუციის დროს", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პულმონოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • ფტიზიატრთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: