შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ფუფინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვოლოგდა. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1955წწ. იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის მოთავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1955–1958წწ. ვოლოგდის საავადმყოფოს ქირურგი; 1959–1961წწ. ნოვოსიბირსკის აკადემქალაქის ერთ–ერთი კლინიკის ასპირანტი; 1961–1962წწ. ამავე ქალაქის სისხლის მიმოქცევის პათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1964წწ. განყოფილების გამგე; 1964–1968წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1969–1988წწ. თბილისის კარდიოლოგიური ცენტრის დამაარსებელი და წამყვანი ქირურგი. ავტორია 219 სამეცნიერო ნაშრომის. ციმბირის ქალაქებში (ტომსკი, ომსკი, ხაბაროვსკი, ირკუტსკი, ბარნაული) დააარსა გულის ქირურგიის განყოფილებები. კოლეგებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში შესწავლილი აქვს გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ეპიდემიოლოგია. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი (1977). კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შეუხორცებელ არტერიულ სადინარებზე მექანიკური ნაკერების გამოყენება კლინიკის პირობებში", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქირურგიული ოპერაციის მოცულობა და ხანგრძლივობა "მშრალ" გულზე პერფუზიის გარეშე" დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.178 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |