The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ფუფინი

დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1927  (96 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვოლოგდა.

დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1955წწ. იყო მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის მოთავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1955–1958წწ. ვოლოგდის საავადმყოფოს ქირურგი; 1959–1961წწ. ნოვოსიბირსკის აკადემქალაქის ერთ–ერთი კლინიკის ასპირანტი; 1961–1962წწ. ამავე ქალაქის სისხლის მიმოქცევის პათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1964წწ. განყოფილების გამგე; 1964–1968წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1969–1988წწ. თბილისის კარდიოლოგიური ცენტრის დამაარსებელი და წამყვანი ქირურგი. ავტორია 219 სამეცნიერო ნაშრომის. ციმბირის ქალაქებში (ტომსკი, ომსკი, ხაბაროვსკი, ირკუტსკი, ბარნაული) დააარსა გულის ქირურგიის განყოფილებები. კოლეგებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხეში შესწავლილი აქვს გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების ეპიდემიოლოგია. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი (1977). კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შეუხორცებელ არტერიულ სადინარებზე მექანიკური ნაკერების გამოყენება კლინიკის პირობებში", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქირურგიული ოპერაციის მოცულობა და ხანგრძლივობა  "მშრალ" გულზე პერფუზიის გარეშე" დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნოვოსიბირსკის კარდიოქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით"
  • 1977 - საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი

გააზიარე: