შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმშერ ფხალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1972წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედსანნაწილის ქირურგიულ განყოფილებაში; 1972–1996წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიულ განყოფილებაში; 1996 წლიდან თორაკო–აბდომინალურ კლინიკაში. არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გულ–მკერდის კარდიო და ზოგადი ქირურგიის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუდმივი ელექტროკარდიოსტიმულაცია ათეროსკლეროზული და გულის იშემიური დაავადებების დროს განვითარებული სრული ატრიოვენტრიკულარული ბლოკადების დროს", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.279
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |