Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ დუგლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კლდეეთი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1943 წელს. 1943 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში; 1946-1948წწ. მუშაობდა მოსკოვში ა. ქუთათელაძის სახელოსნოში; 1954-1959წწ. იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის, 1959-1964წწ. თავდაპირველად სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის საქართველოს პავილიონის, შემდეგ რესპუბლიკების პავილიონების მთავარი მხატვარი; 1964-1979წწ. საკავშირო საზოგადოება "ზნანიეს" საცდელი ექსპერიმენტული ფაბრიკის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე; ამ პერიოდში მისი ნახატების მთავარი თემატიკა იყო "მეცნიერული ციმბირი" და "კოსმოსის ათვისება საბჭოთა კავშირში"; აპროექტებდა ამ გამოფენებს, აწყობდა ექსპოზიციებს; ძირითადად მოღვაწეობს პეიზაჟისა და პორტრეტის ჟანრში; ნამუშევრები: "ახალგაზრდა პარტიზანის დაკითხვა" (1943), "გენერალი ლესელიძე ფრონტზე" (1945); სერიები: "შვეცია" (1972), "ამერიკის შეერთებული შტატები"(1976-1977), "იტალია" (1979); განსაკუთრებით აღსანიშნავია მის ნამუშევართა ვრცელი სერია "საქართველო" (1977-1986); ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.502 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |