შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1977-1989წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის სუბორდინატორთათვის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1989-1991წწ. დოცენტი, 1985 წლიდან კლინიკური ფსიქოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოსომატური მედიცინის და ფსიქოთერაპიის ფაკულტეტის დეკანი, თერაპიის №1 კათედრის პროფესორი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა ძირითადი პრობლემატიკა ფსიქოსომატურ მედიცინას შეეხება. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 1 სადოქტორო და 7 საკანდიდატო დისერტაცია. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოგვიანებითი ტიპის ზემგრძნობელობა გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური და ჰიპერტონული დაავადებების პათოგენეზისა და კლინიკის ასპექტები ავადმყოფთა ფსიქოადაპტაციური და ქარაქტეროლოგიური თავისებურებების ჭრილში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.280 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |