შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჟუჟუნა დუგლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1946-1948წწ; დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1950 წელს. 1950-1970წწ. იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), გაიანე (პ. კაკაბაძის "ბედნიერი სამჭედლო"), თამრო (ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი"), კლარა (ბ. ნუშიცის "ფილოსოფიის დოქტორი"), ამარანტა (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), კეკე (გ. სუნდუკიანის "პეპო"); 1955 წლიდან იღებენ კინოში, როლები: თამარი ("აბეზარა"), ჩიტო ("ორი ოჯახი"), მასწავლებელი ქალი ("ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.503 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |