Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დინა ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი(სენაკის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1952-1953წწ.იყო ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის აღდგენითი ქირურგიის განყოფილების თანამშრომელი, 1953 წელს ექიმი-ორდინატორი, 1969-1972წწ. ტრავმატოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972-1993წწ. მწვავე ტრავმების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პირველი განყოფილების ხელმძღვანელი, 1995 წელს განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, 1995 წლიდან აღნიშნული განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ტრამვატოლოგიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 8 მეთოდური წერილი და რამდენიმე კრებული: "ლავიწის მოტეხილობათა მკურნალობა"(1979), "ზემო კიდურების მსხვილი სახსრების ტრამვული ამოვარდნილობები(კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, 1993); ტრავმატოლოგიის სახელმძღვანელოს მოკლე კურსი; "შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის თავისებურებანი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმის დროს"(1978), "კომპრესულ-დისტრაქციული ოსთეოსინთეზის გამოყენება მწვავე ტრავმის დროს". ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარძაყის ყელის მოტეხილობათა მკურნალობა", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.280 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |