The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დუდუჩავა

ალექსანდრე დუდუჩავა
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1937  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.

იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" რედაქტორი; 1927-1930წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; თბილისის კონსერვატორიის რექტორი; 1935-1936წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; მის ნაშრომებში განხილულია ქართული მწერლობის, ხელოვნების, ხუროთმოძღვრების საკითხები, ფორმალისტური სკოლების მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპები; ნაშრომებიდან აღსანიშნავია - "ქართული საბჭოთა დრამატურგია", "თანამედროვე ქართული მხატვრობა", "ესთეტიკური იდეალი ხელოვნებაში", "ვეფხიოსყაოსნის ახალი ხელნაწერის შესახებ", "ფორმალიზმი ხელოვნებაში", "ცოტა რამ საოპერო ხელოვნების შესახებ"; ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.504

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "სახკინმრეწვის" სამხატვრო-პოლიტიკური საბჭო, თავმჯომარე (1928-1930)
  • საქართველოს მხატვართა კავშიერი, თავმჯომარე (1933-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: