The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია დუდუჩავა

მამია დუდუჩავა
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1911
გარდაცვ. თარიღი:8 მაისი, 1980  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:სოფელი ქვემო ხეთი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1931 წელს.

1944-1947წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი; 1948-1952წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი; 1952 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1954 წლიდან ლიტერატურის თეორიის განყოფილების ხელმძღვანელი; წერდა კრიტიკულ წერილებს, მონოგრაფიებსა და ნარკვევებს ახალი ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის საკითხებზე; ნაშრომები: "ქართული საბჭოთა ფერწერა"(1939), "გიგო გაბაშვილი"(1946), "წერილები ხელოვნებაზე"(1948), "ახალი ქართული ხელოვნება"(1950), "ხელოვნების პრობლემები"(1959), "შოთა რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი"(1966); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1960), პროფესორი(1963).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.504

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: