The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა გოგოლაძე

ვაჟა გოგოლაძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2006  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (საგუნდო–სადირიჟორო).

1950 წლიდან ჩოხატაურის გუნდში (ხელმძღვანელი ვლადიმერ ბერძენიშვილი) ერთ-ერთ ლოტბარად მიიწვიეს, რადგან თბილისში გაიარა სპეციალური სადირიჟორო კურსები, 1954 წლიდან უკვე თავად ხელმძღვანელობდა ამ გუნდს; 1960–1979წწ. მოღვაწეობდა ქალაქ რუსთავში, სადაც შექმნა 120-კაციანი გუნდი, რომელმაც 1961 წელს თბილისში, რესპუბლიკურ დათვალიერებაზე დაიმსახურა პირველი ადგილი და ფესტივალის პრემია; 1967 წელს ჩოხატაურში დააარსა ანსამბლი "გურია", რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა; მას არაერთხელ ეწვივნენ უცხოელი სპეციალისტები და ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულნი: მორიტა სანი (იაპონია), ფრენკ კეინი (საფრანგეთი), სიუზან ციგლერი (გერმანია), ჰელენ ჩედვიკი (ინგლისი), იოჰან ვესტმანი (შვედეთი), კარლ ლინიკი (აშშ), სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი (ავსტრალია), უცხოეთში მოღვაწე ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი ანსამბლები: ტრიო "მზეშინა" (პარიზი) და "გორანი" (ავსტრალია); ფრენკ კეინის მიწვევით გახლდათ პარიზში, ხოლო იოსებ ჟორდანიას მიწვევით — ავსტრალიაში, ქართული ხალხური სიმღერების შესწავლის მიზნით; ორივე ტურნემ წარმატებით ჩაიარა; "გორანმა" და სხვა ავსტრალიურმა ანსამბლებმა ისწავლეს და კომპაქტ-დისკზეც ჩაწერეს მისგან ნასწავლი ქართული ხალხური სიმღერები; გასტროლებით იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; ლოტბარი.   

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 116; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.302

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ქალაქ ჩოხატაურუის საპატიო მოქალაქე
  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: