The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ქავთარაძე

Date of birth:25 December, 1917  (106 years)
Date of death:200?
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1943–1945წწ. იყო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1946–1947წწ. მოსკოვის დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ორდინატორი; 1947–1958წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1958–1964წწ. დოცენტი; 1964 წელს პროფესორი; 1968–1969წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ქართულ, რუსულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული აქვს 134 ნაშრომი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 სადოქტორო და 7 საკანდიდატო დისერტაცია. მონაწილეა კარდიოლოგთა საკავშირო, ევროპის და მსოფლიო კონგრესების. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა მალარიის დროს", დაიცვა 1953 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მასალები ვენური წნევის რეგულაციის შესახებ (კლინიკურ–ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1961.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.280; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203

Member of Organizations

  • კარდიოლოგთა საკავშირო საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს სამედიცინო პროფილის ს/კ ინსტიტუტების დირექტორთა საბჭო, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1985 - სამამულო ომის ორდენი
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: