Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ფასანაური(დუშეთის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1956წწ. მუშაობდა დუშეთში სკოლის ექიმად, პედიატრად, პედიარტიული განყოფილების გამგედ; 1956-1958წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური დედათა და ბავშვთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი პედიატრიაში; 1961-1966წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1969წწ. კლინიკო-ჰემატოლოგიური ლაბორატორიის, 1969 წელს ნეიროენდოკრინოლოგიური განყოფილების, 1969-1981წწ. მოზრდილ ბავშვთა განყოფილების უმცროსი, 1981-1988წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1988 წლიდან კარდიორევმატოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ბავშვებში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია ინტერნები, კლინიკური ორდინატორები. აგრეთვე მისი ხელმძღვანელობით სამუშაო ადგილზე კვალიფიკაცია აიმაღლეს პრაქტიკოსმა ექიმებმა. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნუკლეინის მჟავების შემცველობა ზოგიერთ ორგანოში ექსპერიმენტული რაქიტის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.281 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |