The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნატო ქათამაძე

ნატო ქათამაძე
Date of birth:10 September, 1966  (58 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს.

1993-1995წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის №1 კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1995 წლიდან - ამავე კათედრის (სამკურნალო ფაკულტეტის  შინაგან სნეულებათა №1 კათედრის) უფროსი ლაბორანტი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც ეხება გულის ქრონიკული რეფრაქტერული უკმარისობის ბიოქიმიურ საფუძვლებს. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროსტაგლანდინები და ციკლური ნუკლეოტიდები რეფრაქტერულად მიმდინარე გულის ქრონიკული უკმარისობის დროს", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - გულის ქრონიკული უკმარისობის მოდელირების სტრუქტურულ-ფუნქციური საფუძვლები კარდიომიოპათიების დროს", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.281; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.372

Bibliography

  • დილატაციური კარდიომიოპათია : რეკომენდაციები სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის (Author). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ–ტის შინაგანი მედიცინის N 3 კათედრა , 2005. - 23გვ.

Share: