The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ქანთარია

დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1981-1983წწ. იყო მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1985-1990წწ. მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომისა დისერტაციის თემაზე. 1990 წელს ლანჩხუთში აღმოაჩინა და შეისწავლა სამკურნალო მინერალური წყალი. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ლანჩხუთის რაიონის მთავარი თერაპევტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ებშტეინის ანომალიით დაავადებულთა ტაქიკარდიის რადიკალური მოცილების დიაგნოსტიკა და შედეგები", დაიცვა 1990 წელს.  

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.281


გააზიარე: