The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი ქანთარია

დალი ქანთარია
Legal name:დარეჯან ქანთარია
Date of birth:11 June, 1954
Date of death:18 November, 2021  (at 67 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1979-1981 წლებში იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი, 1982-1983 წლებში ამავე ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის ექიმი-კარდიოლოგი, 19834-1986 წლებში რითმის დარღვევის განყოფილების უფროსი ლაბორანტი, 1986-1993 წლებში არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1993 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნასრომისა, მათ შორის ერთი გამოგონების-"თირკმლის მაგისტრალური ციკლის ნაკადის განსაზღვრის ახალი არაინვაზიური მეთოდით"(ავტორთა ჯგუფთან ერთად; დ. ტვილდიანი, თ. ვანიძე). კარდიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა-"სისტემური და თირკმლის ჰემოდინამიკის მაჩვენებლების ურთიერთდამოკიდებულება ჯანმრთელ პირებში და ჰიპერტონული დაავადების დროს მოსვენებულ მდგომარეობაში, ფუნქციური დატვირთვებისა და კურსობრივი მკურნალობის პირობებში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.282; gurianews.com

Member of Organizations

  • საქართველოს კარდიოლოგთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს თერაპიული საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1989 - საქართველოს კომკავშირის პრემია (ერთობლივი გამარჯვება)

Share: