The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო ქართველიშვილი

დოდო ქართველიშვილი
ოფიციალური სახელი:ელენე ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1966-1978წწ. იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამედიცინო კლინიკური კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ართროლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1993წწ. ანთებითი რევმატული დაავადებების განყოფილების გამგე; 1993-1995წწ. რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის ანთებითი რევმატული დაავადებების განყოფილების გამგე, 1996-1998წწ. ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1998 წლიდან აღნიშნული ცენტრის დირექტორი. ავტორია 115 სამეცნიერო ნაშრომისა ართროლოგიური და შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის, ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს "რევმატოლოგიის ცნობარი"(1996);  არის 4 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და ერთი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი. რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. აკადემიკოს ვ. წითლანაძის სახელობის საქართველოს ს/პ რევმატოლოგიური ცენტრის დირექტორი. ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების თბილისის სახელმწიფო აკადემიის კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატოლოგიური ართრიტით დაავადებულთა ბალნეოთერაპიის ზოგიერთი მეთოდებით მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მენჯ-ბარძაყის სახსრების დაზიანება ანთებითი რევმატული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში(კლინიკო-რენტგენოლოგიური სიმპტომატიკა, ადრეული დიაგნოსტიკა, პროგნოზი", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.282; tsmu.edu

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რევმატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: