შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციცინო ქართველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს, 1951-1954 წლებში კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ასპირანტურა. 1955-1964წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1964 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების გავლენას მიოკარდიის ულტრასტრუქტურაზე და მეტაბოლიზმზე, უკანა ჰიპოთალამუსის გაღიზიანების დროს ჰიპოტენზურ, ანტიარითმიულ, ანტიოქსიდანტურ და პეროქსიდაციის პროცესებზე მოქმედ პრეპარატებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კარბოჰიდრაზონიუმკობალტის გავლენა გლუვ-კუნთოვან მუსკულატურაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული ჰიპერტონიის პირობებში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.283 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |