The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციცინო ქართველიშვილი

დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1926  (97 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს, 1951-1954 წლებში  კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ასპირანტურა.

1955-1964წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოლოგიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1964 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების გავლენას მიოკარდიის ულტრასტრუქტურაზე და მეტაბოლიზმზე, უკანა ჰიპოთალამუსის გაღიზიანების დროს ჰიპოტენზურ, ანტიარითმიულ, ანტიოქსიდანტურ და პეროქსიდაციის პროცესებზე  მოქმედ პრეპარატებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კარბოჰიდრაზონიუმკობალტის გავლენა გლუვ-კუნთოვან მუსკულატურაზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული ჰიპერტონიის პირობებში". 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება , წევრი
  • საქართველოს ფარმაკოლოგთა საზოგადოება , წევრი

გააზიარე: