The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რობერტ ქარჩხაძე

Date of birth:7 January, 1928  (96 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1952წწ. იყო დაღესტნის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1952-1964წწ. თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საშრატე განყოფილების გამგე; 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ ბიოქიმიის განყოფილების გამგე. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება დიფტერიის და ტეტანუსის საწარმოო შტამების შერჩევასა და შესწავლას, იზოტოპების გამოყენებას ბაქტერიოფაგის  შესწავლის საკითხებში, ანტიტოქსიკური შრატების წარმოებას და მათი ხარისხისა და გამოსავლის გაუმჯობესების, ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური ძვრების შესწავლას, მიოკარდის პათოლოგიების, ტრავმული შოკის, მწვავე სისხლდაკარგვების, სეფსისის დროს მკურნალობისა და პროგნოზირების საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიალიზისა და ფერმენტაციის მეთოდით გაწმენდილი და კონცენტრირებული ანტიტოქსიკური შრატების ხარისხისა და გამოსავლის გაუმჯობესება". 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.283


Share: