Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ქაჯაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1962წწ. მუშაობდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, თბილისის №9 ბავშვთა პოლიკლინიკაში, 1968 წლიდან პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ახალშობილთა განყოფილების თანამშრომელი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნაყოფისა და ახალშობილის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას. ნეონატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის შემადედებელი და ანტიშემადედებელი სისტემების მდგომარეობა ნაყოფის მწვავე და ქრონიკული ჰოპოქსიის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.284
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |